|
2020-03-19 11:20:18, 1273 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - პრემიერის დავალებით, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის საკარანტინო ზონების შექმნას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებითა და მთავრობის განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონებისა და არეალების შექმნა, მოწყობა და მართვა დაევალა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს არის საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესი, თუმცა მეორეს მხრივ ჩვენთვის საამაყოა, ჩვენი შესაძლებლობები მივმართოთ სავალდებულო საკარანტინო ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, მგზავრების აეროპორტიდან სასტუმრომდე ტრანსპორტირების მიზნით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 24 საათის განმავლობაში მობილიზებული ჰყავს კომფორტული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით ახორციელებენ მგზავრების გადაყვანას საკარანტინო ზონამდე. „ამ სტანდარტის მიხედვით, ჩვენ ვალდებულები ვართ მგზავრები ერთი მეტრის რადიუსის დაშორებით ე.წ. ჭადრაკული წყობით განვათავსოთ. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქეებს სასტუმრომდე გარკვეული მანძილის გავლა უწევთ, ავტობუსებში ე.წ. „ლანჩბოქსებს" ვახვედრებთ", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. მისივე განცხადებით, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების საკარანტინო სივრცეებში განთავსება კომპლექსურია პროცესია - ადმინისტრაცია ქირაობს სასტუმროებს, უზრუნველყოფს სასტუმროში განთავსებული მოქალაქეების სამჯერად კვებას. „ყველაფრის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება. საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 22 სასტუმრო ვიქირავეთ. ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის პოლიციის რეკომენდაციით, სასტუმროებში ინსპექტირებას ვატარებთ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მუშაობის რეჟიმში გადასვლა", -აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ საკარანტინო სივრცეში მყოფმა მოქალაქეებმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად და კარგად იგრძნონ, ვინაიდან მათ 14 დღის განმავლობაში უწევთ კარანტინში, ერთ ოთახში ყოფნა. „თუმცა, სიხარულით და სიამაყით უნდა ვთქვა, რომ ყოველდღიურად გვაქვს ძალიან ბევრი და კარგი უკუკავშირი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც აფასებენ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე მომზადებულია დამატებითი საკარანტინო სივრცეები, რომ როგორც სახელმწიფოს, ასევე მოსახლეობის მხრიდან მოხდეს კორონავირუსის სწრაფი გავრცელების პრევენცია. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუდმივ კავშირზეა კერძო სექტორთან. „წლების განმავლობაში, კერძო სექტორთან ერთად, არაერთი გამოწვევა ვნახეთ და გადავლახეთ. ახლაც, მთავრობის სწორი, სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებებით, ჩვენ ამ გამოწვევას ერთად გავუმკლავდებით", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)