|
2020-03-18 18:29:45, 1066 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში პჯდ ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა
ახალი კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევების გამოვლენისა და მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვის მოდელის დასაგეგმად პირველადი ჯანდაცვის ქსელთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროში პჯდ ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ზედმეტი ვიზიტებისგან და კონტაქტებისგან თავი შეიკავოს. სწორედ ამიტომ პირველადი ჯანდაცვის ქსელი სრულად მობილიზებულია სატელეფონო კონსულტაციის გაწევისთვის. მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში კი, უმოკლეს ვადაში, შესაძლებელია როგორც ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა, ასევე ბინაზე ვიზიტის ორგანიზებაც. “დღეს, პირველადი ჯანდაცვის ქსელი სრულად მობილიზებულია იმისთვის, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ექნება ამის საჭიროება, გაუწიოს აქტიური სატელეფონო კონსულტაცია. ამდენად, ჩვენი რეკომენდაცია მოსახლეობისთვის არის ის, რომ შეინარჩუნონ აქტიური კონტაქტი ოჯახის ექიმთან, უმჯობესია სატელეფონო სახით და შემდეგ ოჯახის ექიმის რჩევის შესაბამისად მიმართონ სხვა სამედიცინო სამსახურებს. რა თქმა უნდა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროტოკოლებზე და გაიდლაინებზე, რომლებიც გამოყენებული იქნება ოჯახის ექიმების მიერ. იგეგმება ონლაინ ტრენინგები, როგორც თბილისის, ისე სოფლის ოჯახის ექიმებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ სრული და უახლესი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს შემთხვევების მართვა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევა ექვემდებარება ჩვეულებრივ, სტანდარტულ, სიმპტომურ მკურნალობას და მისი მართვისთვის განსაკუთრებული პირობები საჭირო არ არის. თუმცა მძიმე შემთხვევებში, მნიშვნელოვანია პაციენტის დროული გადამისამართება შესაბამის დაწესებულებაში.
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)