|
2020-03-18 17:35:26, 1054 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები არსებულ სიტუაციაში უნდა იყვნენ მაქსიმალურად პასუხისმგებლიანი
პრემიერ-მინისტრთან გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებს სურსათით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ქვეყანაში მარაგები კონტროლდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს. „საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენი სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშობს და კოორდინაციას ახორციელებს სურსათის მომწოდებელ ყველა რგოლთან, რათა ქვეყანაში სურსათით უზრუნველყოფის კუთხით პრობლემა არ შეიქმნას. ჩვენ ძირითად სასურსათო, ასევე პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ვახორციელებთ სრულ მონიტორინგს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სურსათის დეფიციტის საშიშროება არ არსებობს და ამის შესახებ მოსახლეობას მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას, ხშირად მაინც ფიქსირდება პანიკურად გაზრდილი მოთხოვნა და უკონტროლო შესყიდვები, რაც სუპერმარკეტებში და საცალო ობიექტებში ზოგიერთი სახეობის ასაწონი ბურღულეულის მიწოდებაზე გარკვეული შეფერხების მიზეზი ხდება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ქვეყანაში მარაგები კონტროლდება, პანიკის საფუძველი არ გვაქვს; მოსახლეობას ნამდვილად შეუძლია მშვიდად იყოს. გარდა ამისა, მინდა გაცნობოთ, რომ პროდუქციის იმპორტი ხორციელდება. გვაქვს მცირე შეფერხება კლიმატური პირობების გამო - ერთი მხრივ, ფოთში შემოსული გემებიდან პროდუქციის ჩამოტვირთვა გართულებულია, მეორე მხრივ, დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში დამაკავშირებელ მარშუტებზე არის გარკვეული სირთულეები. ამ ეტაპზე ლარსზე დაახლოებით ათასზე მეტი სურსათით დატვირთული მანქანა დგას გამომდინარე იქიდან, რომ ზვავსაშიშროების გამო გაწმენდითი სამუშაოები ზოგიერთ მონაკვეთზე შეზღუდულია. აღნიშნული შეფერხებები პანიკის საფუძველს ნამდვილად არ ქმნის. მოსახლეობას მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები არსებულ სიტუაციაში უნდა იყვნენ მაქსიმალურად პასუხისმგებლიანი. ვითარება არ უნდა იყოს გამოყენებული და არ უნდა მოხდეს ფასების სპეკულაციური ზრდა. საზოგადოების პანიკა, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ასეთ მოვლენებს და კიდევ უფრო რთულს ხდის პროცესების მართვას. 2-3 დღეში კლიმატური სიტუაცია გამოსწორდება, გზა გაიწმინდება და ქვეყანაში შემოვა ჭარბი რაოდენობის პროდუქცია, რომელიც შეკვეთილია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკულ სიტუაციაში შევინარჩუნოთ ფასები. აქვე მინდა გითხრათ, ფასების სტაბილურობისთვის მუშავდება მექანიზმი, რომ იმპორტიორებისთვის ძირითად სასურსათო პროდუქტებზე დავაზღვიოთ ფინანსური და სავალუტო რისკები. ეს ეხება ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქტებს. სამინისტრო, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები, მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. ჩვენი სამუშაო ჯგუფი მუდმივ კომუნიკაციაშია ყველა რგოლთან და ყველა რგოლის ყველა სუბიექტთან იმისათვის, რომ სურსათის და პირველადი სამომხმარებლო პროდუქტების მომარაგებაში რაიმე საფრთხე არ შეიქმნას”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)