|
2020-03-18 12:44:09, 8403 ნახვა
ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტიდან, ორი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტიდან 2 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ორი კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. მინისტრის თქმით, ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას აღნიშნა, ცნობილია, თუ რომელი კლასტერიდან არიან აღნიშნული პაციენტები, რაც კარგი ფაქტია. „დღეისათვის, როგორც იცით, დაგვიფიქსირდა კიდევ დამატებით ოთხი შემთხვევა. ამ ფაქტს აქვს ერთი დადებითი მხარე ის, რომ ჩვენ კვლავ ვიცით, თუ რომელი კლასტერიდან არიან ეს პაციენტები“ ,- აღნიშნა ტიკარაძემ. ტიკარაძის განცხადებით, ოთხი ახალი ინფიცირებულიდან ორი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში, ორი კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. მოხდა სიმპტომების გამოვლენა და შემდგომ უკვე ლუგარის ლაბორატორიის მიერ დადასტურება, რომ ისინი არიან კორონავირუსის მატარებლები. 38 -ე პაციენტი, უფრო სწორედ ერთი პაციენტი, რომელიც ჩვენ გვყავდა კორონავირუსით, მისი მდგომარეობა სტაბილურია, და რეციდივი ამ ეტაპისთვის გამოვლენილი არ არის. ის კვლავ აგრძელებს თვითიზოლაციაში ყოფნას და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სამი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც შედარებით ყურადსაღებია, მათი მდგომარეობაც არის სტაბილური. ჩვენ გვაქვს ამ შემთხევვაშიც დამაიმედებელი პროგნოზი, რამდენიმე დღეში გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი მათი ჯანმრთელობის შესახებ“ ,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)