2020-03-18 09:08:15, 1363 ნახვა
საზოგადოება
ავტობუსებში დღეიდან მძღოლის სივრცე იზოლირებული იქნება, მოქალაქეები კი უკანა კარით ისარგებლებენ
დღეიდან, თბილისის ავტობუსებში მომსახურების წესი შეიცვლება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ავტობუსებში მძღოლის სივრცე დანარჩენი ნაწილისგან იზოლირებული იქნება, მოქალაქეები კი უკანა კარით ისარგებლებენ.
"ასევე, ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესი. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ ორი უკანა კარებით და მძღოლთან უშუალოდ შეხებაში აღარ იქნებიან. ეს აუცილებელი ღონისძიებაა ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და შესაბამისად, მგზავრების უსაფრთხო მომსახურეობისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,