23:45 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 16:49:08, 1247 ნახვა

საზოგადოება
შუახევში, კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის დამატებითი რისკებისგან დაცვის მიზნით შუახევის მერიაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში ამ კუთხით არსებული ვითარება და პრევენციული ზომები განიხილეს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციები მუშაობის ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. გაუქმდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებები. მოქალაქეებს საშუალება აქვთ ისარგებლონ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით და მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში მობრძანდნენ.

ბაგა-ბაღებში, საჯარო სკოლებში, საჯარო დაწესებულებებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდა. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შუახევის მერიისა და ბაგა–ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით დაიგეგმა არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში ბაღებში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისათვის, მოხმარდეს ისევ ბაღის აღსაზრდელებს.

პროცესი განხორციელდება მოხალისეთა ჩართულობით, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან სპეციალური ეკიპირებით. პროდუქტი, შუახევის მუნიციპალიტეტის ბაღებში რეგისტრირებულ 481 აღსაზრდელს დაურიდგება.

შუახევის მერიის ზედამხედველობის სამსახურის და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის შუახევის განყოფილების მიერ გაფრთხილებული იქნა მუნიციპალიტეტში მეწარმე, ფიზიკური და იურიდიული პირები, მათ შორის ავტო–სატრანსპორტო საწარმოს ხელმძღვანელი (მაღაზიები, კვების ობიექტები, სასურსათო ობიექტები, სამარშუტო ტაქსები), რომ კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უმოკლეს ვადაში, მათ კუთვნილ ობიექტებსა და მიკრო სამარშრუტო ტაქსებს ჩაუტარონ სადეზინფექციო სამუშაოები, რაზედაც განხორციელდება ყოველდღიური კონტროლი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება. პრემიერის თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა. ეს გადაწყვეტილება შეეხება შუახევში არსებულ ყველა სამარშრუტო ტაქსს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics