23:44 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 16:25:58, 1368 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი“ ეროვნული ბანკის მიერ სესხის გაცემის წესში ცვლილებებს ეხმაურება

„თიბისი“ ეროვნული ბანკის მიერ პასუხისმებლიანი დაკრედიტების რეგულაციის გამარტივებას ეხმაურება. ცვლილებების თანახმად,  გადახდისუნარიან მოსახლეობას  სესხის აღება გაუმარტივდებათ, გარდა ამისა, ცვლილებები შეამსუბუქებს ბიუროკრატიულ ტვირთს, გაზრდის მოქნილობას და დაკრედიტების პროცესს მეტ ეფექტიანობას მისცემს.

ცვლილებების შედეგად, მაღალშემოსავლიან მსესხებლებთან დაკავშირებით პროცედურა  უფრო მოქნილი ხდება, მათან მიმართებაში ბანკს საშუალება ექნება  მსესხებლის რისკიანობა შიდა  პროცედურებით შეაფასოს.

გაიზარდა იპოთეკური სესხების ვადაც, ზოგიერთი ტიპის სესხებზე 15 წლიდან 20 წლამდე  და, ასევე,  შემსუბუქდა მიდგომები სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტთან დაკავშირებით.  მაგალითად, იმ მომხმარებლებს, რომელთაც შემოსავალი აქვთ საზღვარგარეთიდან, ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტზე მოთხოვნა უმსუბუქდებათ 60%-დან 70%-მდე. აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით პოზიტიურად აისახება უძრავი ქონებისა და სამშენებლო კომპანიების ბიზნესზე, რაც მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ამ სფეროს განვითარებისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის.

„ადამიანებს სესხის აღება პროცედურულად გაუმარტივდებათ. მნიშვნელოვანია ის, რომ წესებზე დამყარებული მიდგომები იცვლება და პრინციპებზე დამყარებულ მიდგომებზე გადავდივართ. მაგალითად, თვითდასაქმებულებთან დაკავშირებით ბანკები  ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ იმ ფორმულირებებს, თუ როგორ გავცეთ სესხები. რა თქმა უნდა, ამ პრინციპებს შევათანხმებთ ეროვნულ ბანკთან“, - განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ახალი რეგულაციების მიხედვით, მარტივდება შემოსავლების შესწავლის მეთოდები თვიდასაქმებული/დაქირავებით მომუშავე მსესხებლებისთვის, რომლებსაც არ უდასტურდებათ შემოსავალი საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვებით.  ასეთ მომხმარებლებს მიეცემათ საშუალება მარტივად და სწრაფად ისარგებლონ სესხით, დამატებითი შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics