18:13 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 13:27:58, 2027 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში დარეგისტრირდება ინიციტივა, რომელიც კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის სანქციებს დააწესებს

„დღესვე, დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ჯარიმა ან შესაბამისი სასჯელი იქნება მათთვის, ვინც კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევას ეცდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ წესების დარღვევისთვის დაწესდეს ადმინისტრაციული პატიმრობაც.

„საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას და დღესვე, დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, იქნება სავარაუდო ჯარიმა და შესაბამისი სასჯელი მათთვის, ვინც შეეცდება, დაარღვიონ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესები. სამწუხაროდ, ეს საჭირო გახდა იმის მიუხედავად, რომ უმრავლესობა ვინც თვითიზოლაციაშია, პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს, მაგრამ არიან გამონაკლისები, რომლებიც ამ წესს არ იცავენ. ჩვენ უფრო ვფიქრობთ, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში დაჩქარებული წესით შევიტანთ ცვლილებებს. ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურად მკაცრები ასეთი შემთხვევების მიმართ, ჩვენ არ გამოვრიცხავთ და განვიხილავთ ასევე ადმინისტრაციულ პატიმრობასაც. თუმცა, წინასწარ არ შეიძლება ამაზე საუბარი, დღეს გვექნება კონსულტაციები უმრავლესობასთან და საღამომდე უკვე იქნება კანონპროექტი დარეგისტრირებული“ ,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics