2020-03-16 13:17:26, 1154 ნახვა
საზოგადოება
თბილისში კატასტროფის ბრიგადის ავტომობილს მიკროავტობუსი დაეჯახა - დაშავებულია მედპერსონალი
თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფის ბრიგადის ავტომობილს მიკროავტობუსი დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა მედპერსონალი.
თვითმხილველთა თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა დიღომში, რობაქიძის გამზირზე გამთენიისას მოხდა. დაშავებულ ექიმს თავის ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები აღენიშნება, ხოლო მძღოლისა და ექთნის მდგომარეობა მსუბუქია.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,