01:10 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 11:56:19, 1221 ნახვა

ეკონომიკა
2019 წლის მეოთხე კვარტალში, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა 6.6 პროცენტით გაიზარდა

2019 წლის მეოთხე კვარტალში, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა 6.6 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ინფომრაციით, ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 980.9 ათასით განისაზღვრა, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებდნენ 1.1 მილიონ ვიზიტს.

ამასთანავე, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 492.6 ათასით განისაზღვრა, რაც 7.8 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 301.6 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 182.7 ათასი ვიზიტი თვეში).

2019 წლის მეოთხე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 137.9 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 1.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 3.9 ლარით და 120.2 ლარს უტოლდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics