18:12 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 11:32:47, 1729 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ - სავალდებული საპენსიო შენატანები 8 თვით უნდა შეჩერდეს

კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით ევროპული საქართველო მთავრობას ინიციატივით მიმართავს, სავალდებული საპენსიო შენატანები 8 თვით შეჩერდეს.

ამის შესახებ განცხადებას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პოლიტიკურ პარტიას უკვე წარმოდგენილი აქვს კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის შესაბამისი გეგმა.

„შედეგად, დასაქმებულების ჯიბეში 108.2 მლნ ლარი დარჩება,  რასაც ისინი თავიანთი მზარდი ხარჯების დასაფარავად გამოიყენებენ; მეწარმეებსა და დამსაქმებლებს დარჩებათ 83.1 მლნ ლარი, რაც შეასუსტებს სამუშაო ადგილების დაკარგვას და უმუშევრობის ზრდას;  სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მლნ ლარი, რაც საჭირო იქნება ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების დასაფარავად.

ევროპულ საქართველოს უკვე წარმოდგენილი აქვს კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა და გეგმის მიხედვით, უნდა მოხდეს:
1) 2020 წელსვე საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 17%-მდე შემცირება, რაც 380 მლნ ლარს დაუტოვებს მოქალაქეებს ჯიბეში;
2) ქონების გადასახადის განახევრება, რაც 195 მლნ ლარს დაუტოვებს მეწარმეებს და
3) ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირება, რაც საწვავზე ფასს 8-10 თეთრით შეამცირებს და ეს ასევე აისახება ფასების ზოგად შემცირებაზე.

ეს ყველაფერი მეტ ფულს დაუტოვებს მოქალაქეებს, დადებით გავლენას იქონიებს ეკონომიკური ზრდის ტემპზე და შეაცერებს ფასების ზრდას“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics