|
2015-08-05 16:11:16, 1064 ნახვა
სამხედრო
დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების ხელმძღვანელობას „სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების მხარდაჭერის“ პროგრამა გააცნეს
საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფების ხელმძღვანელობას „სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების მხარდაჭერის“ პროგრამა გააცნეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მორალურ-ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველოს წარმომადგენლებმა ამ პროგრამის მიზნებზე, ამოცანებზე და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს. პროგრამა სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების ინფორმირებას, მათთან შეხვედრებს და პრობლემების გაცნობას, ასევე საინფორმაციო, საგანმანათლებლო, კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებების ჩატარებასა მოიცავს. მიზანი კი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების ფსიქოლოგიური კუთხით მომზადებაა. სამხედრო ქვედანაყოფებში საინფორმაციო შეხვედრები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს, 5 აგვისტოს, დასრულდა. „სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების მხარდაჭერის“ პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს და მასში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლობაც არის ჩართული. დასავლეთ სარდლობის დანაყოფების შემდეგ ანალოგიური ღონისძიებები აღმოსავლეთ სარდლობის დანაყოფებშიც იგეგმება. პროგრამაში მოხალისეთა ჯგუფები ჩაერთვებიან, რომლებიც გადამზადების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა პრობლემების გადაჭრაზე იმუშავებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)