15:41 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-05 14:01:07, 876 ნახვა

ეკონომიკა
„ვისოლ ჯგუფი“ „დანკინ დონატსის“ რესტორანს მარჯანიშვილის მოედანზეც ხსნის

„ვისოლ ჯგუფი“ თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე ხვალ, 6 აგვისტოს 12:00 საათზე   „დანკინ დონატსის“ ახალ რესტორანს ხსნის.

მარჯანიშვილის მოედანზე „დანკინ დონატსის“ ახალგახსნილ რესტორანში მოსულ სტუმრებს 25 სახეობის უგემრიელესი დონატის მირთმევა სპეციალურ ფასად - 1.60 ლარად შეეძლება. 6 ცალის შეძენის შემთხვევაში  დონატების ფასი 1,50 ლარი იქნება, ხოლო 12 და მეტის შეძენის შემთხვევაში 1,40 ლარი.

 „ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და დღესდღეობით უკვე 10 რესტორანია თბილისსა და რეგიონებში ყველასათვის საყვარელი თავშეყრის ადგილი. 2015 წლის ბოლომდე „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში 15 „დანკინ დონატსის“ რესტორანს გახსნის და კიდევ 500-მდე ადამიანს დაასაქმებს.

„დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში.  „დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი. „დანკინ დონატსის“ რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს უგემრიელესი სენდვიჩების დიდი ასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები,  უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და ჩოოლატტა®-ს პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები და მრავალფეროვანი დონატები.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics