2020-03-14 13:08:28, 1684 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 14-15 მარტს ტემპერატურა შედარებით დაიკლებს, მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან ელჭექი და ცვალებადი მიმართულების ქარი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 მარტიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი და ქარბუქი.
მათივე ინფორმაციით, მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა: დაბლობსა და ბარში დღისით +6, +11 გრადუსამდე.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 13 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. 14-16 მარტს დროგამოშვებით იწვიმებს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 14-15 მარტს +16, +18, ხოლო 16 მარტს +9,+11 გრადუსამდე დაიკლებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,