02:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-13 11:51:46, 1621 ნახვა

საზოგადოება
ფონდი „ქართუ” მზადაა, სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსისგან საზოგადოების დასაცავად

ფონდი „ქართუ” განცხადებას ავრცელებს, სადაც გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთმანეთის თანადგომით საქართველო ამ გამოწვევასაც წარმატებით გაუმკლავდება.

"დღეს ჩვენი ქვეყანა, მთელ მსოფლიოსთან ერთად, დგას გამოწვევის წინაშე, კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხე ააცილოს საკუთარ მოსახლეობას.
საქართველოს მთავრობა, ყველა შესაბამისი უწყება, მთელი სახელმწიფო აპარატი, პირველივე დღიდან აქტიურადაა ჩართული ვირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში და ძალიან ეფექტიანად ართმევს თავს საზოგადოებისთვის საფრთხის არიდების პროცესს.
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროცესების კვალიფიციურ და ეფექტურ მართვას ხაზგასმით აღნიშნავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რისთვისაც მადლობას ვუხდით ყველა შესაბამის უწყებას, პირველ რიგში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, იმუნოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ცენტრს, ინფექციურ საავადმყოფოს, ყველა პროფილურ კლინიკას, ამ საქმეში ჩართულ თითოეულ ექიმს, თითოეულ სპეციალისტს და თითოეულ ადამიანს.
„ქართუ” ფონდი, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერი საჭიროების, ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით შეავსოს ეს დანაკლისი და სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად.
ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ბევრი გამოწვევა დაუძლევია და დარწმუნებულები ვართ, ცივილიზებული მსოფლიოს კვალდაკვალ, ერთმანეთის თანადგომით, ამ გამოწვევასაც წარმატებით გავუმკლავდებით.„“, – აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics