2020-03-13 10:23:54, 1414 ნახვა
საზოგადოება
16-დან 1-ელ აპრილამდე, სტუდენტებთან მუშაობა ონლაინ მეთოდის გამოყენით დაიწყება
"16-დან პირველ აპრილამდე, უნივერსიტეტებს უკვე პილოტირების რეჟიმში, შეუძლიათ დაიწყონ სტუდენტებთან მუშაობა დისტანციურად, ონლაინ მეთოდის გამოყენებით", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
მისი თქმით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა დათქმულ ვადებში დასრულდებ.
"უმაღლესები რექტორებს ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, რომ ამ პერიოდში 16-დან პირველ აპრილამდე, მათ უკვე პილოტირების რეჟიმში შეუძლიათ დაიწყონ სტუდენტებთან მუშაობა დისტანციურად, ონლაინ მეთოდის გამოყენებით. სემესტრი არ გაგრძელდება 15 კვირის განმავლობაში, არამედ გაგრძელდება 1-ელი აპრილიდან 13 კვირის განმავლობაში და ყველაფერი იქნება დათქმულ ვადებში", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,