|
2020-03-12 21:06:55, 2000 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესმენების და მთავრობის შეხვედრა დასრულდა - მთავრობა აპირებს, მხარი დაუჭიროს ბიზნესს, გამოწვევის მართვაში
პრემიერ-მინისტრის მხრიდან დაფიქსირდა კონკრეტული ინიციატივები, რომლებითაც საქართველოს მთავრობა აპირებს, მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ამ გამოწვევის მართვაში, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბიზნესი მზად არის, დაეხმაროს სახელმწიფოს, ხოლო სახელმწიფო მზად არის, რომ ბიზნესს რა გამოწვევებიც აქვს, დაეხმაროს სწრაფ რეაგირებაში, - ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს, კერძოდ ტურიზმს და სავაჭრო ქსელებს. ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა. „ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევაზე, რაც აქვს ბიზნესს, კერძოდ ტურიზმს და მათ შორის სავაჭრო ქსელებს. ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება მსგავსი პრობლემების გადაჭრა, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს არ გვაქვს ძალიან სახარბიელო სიტუაცია არა მხოლოდ ჩვენ, მთელს მსოფლიოში მსგავსი სიტუაციაა. თუმცა, ძალიან დამაიმედებელი არის ის, რომ ბიზნესი ყველანაირად მზად არის, დაეხმაროს სახელმწიფოს, ხოლო სახელმწიფო მზად არის, რომ ბიზნესს რა გამოწვევებიც აქვს, დაეხმაროს სწრაფ რეაგირებაში. მე ვფიქრობ, რომ ყველას პასუხისმგებლობაა ეს. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის პრეროგატივა, კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთობლივად ვეცდებით, რომ უახლოეს მომავალში გადავჭრათ ყველა ის გამოწვევა, რომელიც რეალურად იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა, მათი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა და ის, რომ ყველა გაუფრთხილდეს სხვა ადამიანებს, თვითიზოლაციაც დაიცვან იმიტომ, რომ ის მოქმედებს ჩვენზეც და ჩვენც რომ შევიტანოთ წვლილი ეკონომიკის განვითარებაში, მინიმუმ ჯანმრთელები უნდა ვიყოთ. ყველა უნდა იყოს მობილიზებული და მხოლოდ სახელმწიფოს იმედად არ უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი ჩვენს საქციელზე', - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)