|
2020-03-11 22:29:13, 13307 ნახვა
ომი უკრაინაში
„ევექსი კლინიკები" კორონავირუსის პრევენციის მიზნით სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს იწყებს
„ევექსი კლინიკები" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დასაქმებულთა სამედიცინო და საინფორმაციო მხარდაჭერას იწყებს. პროგრამის ფარგლებში, „ევექსი კლინიკებმა" გადაამზადა და ჩამოაყალიბა ოჯახის ექიმების მობილური ჯგუფი, რომლებიც იმ დასაქმებულებს შეამოწმებენ, ვისაც ყველაზე ინტენსიური შეხება აქვთ მომხმარებლებთან ან ხშირად უხდებათ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა. „ევექსი კლინიკების" ოჯახის ექიმები სხვადასხვა კომპანიაში დღის განმავლობა დასაქმებულებს შეამოწმებენ. სამედიცინო პერსონალი გასცემს რეკომენდაციებს კორონავირუსთან დაკავშირებით, ასევე, უპასუხებენ ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რაც COVID 19-ის შესახებ დაისმება. სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში ჩაერთვება „ევექსი კლინიკების" მოძრავი კლინიკაც. ამიერკავკასიაში პირველად, ექიმებითა და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი კლინიკა - „ევექსმობილი" საქართველოში სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ივლის რეგიონში და მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო სერვისებს შესთავაზებს. ამჯერად, კლინიკა, ახალი პროექტის ფარგლებში, გადამზადებული ექიმების მობილური ჯგუფით, დიდ კომპანიებში მივა და თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას შეამოწმებს. სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის მონაწილეები იქნებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მედიის, კურიერული და ადმინისტრაციული მომსახურების სექტორში დასაქმებულები. „ევექსი კლინიკების" ექიმების გუნდი ყველა დაინტერესებულ კომპანიას ეწვევა და ეტაპობრივად გაუწევს კონსულტაციას მათ დასაქმებულებს.
#ერთმანეთზეზრუნვით #კორონადამარცხებადია #ჩვენშევძლებთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)