|
2020-03-11 22:02:53, 12218 ნახვა
ომი უკრაინაში
გამყრელიძე - ვეცადოთ, რომ ექიმთან სატელეფონო კონსულტაცია გვქონდეს, რათა რიგებს თავი ავარიდოთ
"ვეცადოთ დღეს, რომ მეტი ვირტუალური კონტაქტი გვქონდეს ექიმთან. დავურეკოთ და სატელეფონო კონსულტაცია გვქონდეს და ექიმი როცა დაგვიბარებს, მაშინ მივიდეთ, რომ რიგებს თავი ავარიდოთ", - ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრია ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მანვე განმარტა, რომ ამ პერიოდში არის გრიპის ვირუსი გაძლიერებული. იმ შემთხვევაში თუ სურდო ან ტემპერატურა გვაქვს უნდა დავრჩეთ სახლში და ექიმის რეკომენდაციებს მივსდიოთ.
"ახლა არის გრიპის ზედდება, გრიპი ისევ არის ქვეყანაში. გრიპისა და კორონავირუსის სიმპტომები მსგავსია. ჩვენ მარტის ამ ორ კვირას გვაქვს გრიპოზული ინფექციის ზრდის ტენდენცია. ამიტომ მაღალსიცხიანი ან საერთოდ ტემპერატურიანი ადამიანები ნუ წავლენ სამსახურებში. დავრჩეთ სახლში, გამოვუძახოთ ექიმს და ექიმის დანიშნულებით ვიმოქმედოთ. ვეცადოთ დღეს, რომ მეტი ვირტუალური კონტაქტი გვქონდეს ექიმთან. ანუ არ არის აუცილებელი, რომ ექიმი მოვიდეს. ანუ დავურეკოთ და სატელეფონო კონსულტაცია გვქონდეს და ექიმი როცა დაგვიბარებს, მაშინ მივიდეთ, რომ რიგებს თავი ავარიდოთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)