|
2020-03-11 21:53:04, 11623 ნახვა
ომი უკრაინაში
გამყრელიძე - მივყვეთ რეკომენდაციებს, რომ ხელი არ შევუწყოთ ინფექციის მეტად გავრცელებას
დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მსოფლიოში covid19-ის პანდემიად გამოცხადების პარალელურად ზოგადი რეკომენდაციებით მიმართავს საზოგადოებას.
მისი თქმით, მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი საზღვარგარეთ მოგზაურობას, ხალხმრავალ ადგილებს. უნდა მივყვეთ იმ რეკომენდაციებს, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა ეროვნული ცენტრი იძლევა.
"ყველა ქვეყანას აქვს შესაბამისი გეგმები პანდემიასთან დაკავშირებით და ჩვენს ქვეყანასაც აქვს, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, ეს ნიშნავს, რომ მეკითხებით, რა უნდა გავაკეთოთ - მეტი სიფხიზლე მოსახლეობის მხრიდან, მეტი სიფრთხილე, თავი ავარიდოთ საერთაშორისო მგზავრობებს, თუ აუცილებლობა არაა და თუ მოვდივართ, ჩამოსვლისას დავიცვათ ის წესები, რაც დაწესბულია უკვე ოთხ ქვეყანასთან დაკავშირებით. 14 დღე ვიყოთ თვითიზოლაციაში, შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანმრთელობის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა. ეს არის ჩვენი დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ ხელი შევუწყოთ, რომ არ გავრცელდეს მეტად ინფექცია. ესაა დღეს მთავარი რეკომენდაცია და შემდეგ - ხშირად ხელების დაბანვა, პირადი ჰიგიენის დაცვა, ოთახების განიავება და სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება და თავი მოარიდეთ ხალხმრავალ ადგილებში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)