2020-03-11 16:05:01, 2585 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის ბოიკოტი საკონსტიტუციო პროექტზე კენჭისყრას არ შეეხება
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტი მათი პოლიტიკური უფლებაა, რომელიც არ შეეხება საკონსტიტუციო პროექტზე კენჭისყრას.
მისივე თქმით, თითოეული მხარის პასუხისმგებლობაა, რომ შეთანხმება შესრულდეს.
„რაც შეეხება ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტს, ეს არის მათი პოლიტიკური უფლება და შეუძლიათ, ამით ისარგებლონ, რაშიც ვერ ჩავერევით. ბოიკოტი არ შეეხება საკონსტიტუციო პროექტზე კენჭისყრას. პრინციპული შეთანხმება გვაქვს საარჩევნო სისტემაზე და თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს. აქედან გამომდინარე, ბოიკოტის რეჟიმში ეს შეთანხმება ვერ შესრულდება და შესაბამისად, ბოიკოტი კენჭისყრას არ უნდა დაუკავშირდეს. ალბათ, ასეც იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან