10:38 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-11 14:22:45, 2157 ნახვა

სამართალი
შპს „სვეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებელს და დირექტორს დაზარალებულების ინტერესების დაცვით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დაზარალებულებთან შეთანხმებით და მათი  ინტერესების დაცვით, შპს „სვეტი დეველოპმენტის" დამფუძნებლის და დირექტორის, ასევე ამავე საზოგადოების დირექტორის საქმის განხილვა, პროკურატურისა და დაცვის მხარეს შორის არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებითა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპროცესო შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო მსჯავრდებულებსა და დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა შორის მიღწეული შეთანხმება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „სვეტი დეველოპმენტის" მიერ დაანონსდა მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტების დაწყება. დაპირების მიხედვით, უნდა აშენებულიყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები, რაც არ შესრულდა და 2016 წლის 1 აგვისტოდან - 2018 წლის 28 თებერვლის პერიოდში, შპს „სვეტი დეველოპმენტის" დამფუძნებლის და დირექტორის გ.ჯ.-ს და ამავე საზოგადოების დირექტორის თ.ჯ.-ს მიერ, ნდობის ბოროტად მოპოვებისა და შეცდომაში შეყვანის გზით, თაღლითურად დაუფლებულ იქნა მოქალაქეთა მიერ ბინების შესაძენად გადახდილი თანხები.

გ.ჯ. და თ.ჯ. გასამართლდნენ დანაშაულისთვის რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით. საპროცესო შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო მსჯავრდებულებსა და დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა შორის მიღწეული შეთანხმება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics