|
2020-03-11 12:12:42, 11501 ნახვა
ომი უკრაინაში
ქუთაისის ინფექციურში 7 პაციენტის პასუხებს ელოდებიან, მათგან ერთი 2 წლის ბავშვია
"ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შემოყვანილი 7 პაციენტიდან ერთი არის 2 წლის ბავშვი, რომელიც დედასთან ერთად იყო იტალიაში და 5 დღის წინ ჩამოვიდა",- ამის შესახებ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შვიდივე პაციენტის ნიმუში გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და დღის მეორე ნახევარში იქნება პასუხები.
" გუშინ დღის განმავლობაში მიღებულ იქნა 7 პაციენტი, რომლებსაც აღენიშნებოდა რესპირატორული მოვლენები და მათ ირიბი ან პირდაპირი კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთიდან ჩამოსულ პაციენტებთან. ღამით 11 საათისთვის დამთავრდა ყველა მათგანზე ანალიზების აღება, გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში და დღეს შუადღის შემდეგ ველოდებით პასუხებს. ამ შვიდიდან ერთი არის 2 წლის ბავშვი, რომელიც დედასთან ერთად იტალიიდან 5 დღის წინ ჩამოვიდა. ერთი გუშინ ჩამოვიდა ვენიდან და აეროპორტიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადმოიყვანეს", - განაცხადა თემურ ნადირაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)