03:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-11 12:03:22, 1500 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელი მოეწყობა

„ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელი მოეწყობა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (GWP) ერთად, პროექტი დეტალურად დამუშავდა, რომლის ფარგლებშიც, სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

„ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური თემა იყო თბილისის ზღვის მიმდებარედ, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე არასაყოფაცხოვრებო ობიექტების წყალარინების სისტემა, რადგან გარკვეულწილად, მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურება ხდებოდა. ამ თემაზე მუნიციპალიტეტის მერიამ და შესაბამისმა სამსახურებმა საკმაოდ ბევრი იმუშავა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე მუშაობის დროს გამოიკვეთა, ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლება იყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალანირების სისტემა არ არსებობს, რაც მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. წყალარინების ქსელის მოსაწყობად რამდენიმე ათეული მილიონი დაიხარჯება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს მითითება მისცა, არ დაიშურონ ძალისხმევა, რომ პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წელს განხორციელდეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics