16:47 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-11 11:55:36, 2240 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი საქართველოში შვედეთის და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკანიანი 2020 წლის 10 მარტს, საქართველოში, შვედეთის და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან  ელჩებს  ულრიკ ტიდესტრომსა და ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. მათ მაღალი შეფასება მისცეს საარჩევნო სისტემის საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას. მათი განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველო ინარჩუნებს ღირსეულ ადგილს საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავის მხრივ საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს მათი აქტიური ძალისხმევისათვის ამ პროცესში.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მსოფლიოს მასშტაბით და განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე კორონავირუსის (COVID19) გავრცელების საკითხს. გაიცვალა ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში, გერმანიასა და შვედეთში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ აქტიური მუშაობა ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics