|
2020-03-11 11:25:38, 8634 ნახვა
ომი უკრაინაში
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 20 პაციენტი იმყოფება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი მკურნალობს. მან აღნიშნა, რომ ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და გაუარესება არ შეინიშნება. „ჯერჯერობით, რჩება უცვლელი სიტუაცია, გვყავს ერთი მძიმე პაციენტი. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით, კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით, მდგომარება არ უმჯობესდება, მაგრამ თვალხილულად, არ უარესდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილური სიტუაციაა და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. დანარჩენ შემთხვევებში გვაქვს 3 პაციენტის დადასტურებული პნევმონია, დაგვემატა ახლა კიდევ მე-4 პნევმონია, რომელთა მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის მსუბუქი, გამოხატული სხვადასხვა კლინიკური ნიშნით და დაბალი ტემპერატურით.ბავშვის მდგომარეობა არის მსუბუქი, საბედნიეროდ ბავშვები მარტივად უმკლავდებიან ვირუსს“, - განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)