|
2020-03-11 09:29:21, 10629 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩინეთში covid19-ით ინფიცირების რიცხვი მკვეთრად იკლებს
დღეს ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 10 საზღვარგარეთიდა გავრცელდა. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინეთს ადგილობრივი გადაცემის გზით ინფიცირების მხოლოდ 14 შემთხვევა აქვს.
მას შემდეგ, რაც ჩინეთში კორონავირუსს ებრძვიან, ინფიცირების ახალ შემთხვევათა ასეთი დაბალი მაჩვენებელ პირველად ფიქსირდება. შეგახსენებთ, რომ ჩინეთს დღეში 2000 ან მეტი ინფიცირების ახალი შემთხვევა ჰქონდა ხოლმე.
იტალიაში ინფიცირების შემთხვევები იმატებს. დღეის მდგომარეობით აქ სულ 10 149 ინფიცირებულია. ქვეყანა კვლავ წითელ ზონაში რჩება. 60 მილიონი ადამიანი ბლოკადაშია, რაც ნიშნავს შეზღუდულ გადაადგილებას, სკოლები დახურულია, შეჩერებულია საზოგადოებრივი სერვისები და გაუქმებულია საზოგადოებრივი ღონისძიებები. დღეს ქალაქები და საზოგადოებრივი სივრცეები ცარიელია.
ბოლო დღეებში იაპონიაში დაფიქსირდა შემთხვევების ზრდა და ამ შაბათ-კვირას აპირებს გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ კანონპროექტის ამოქმედებას.
ავსტრალიაში მთავრობამ 1.56 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რადგან ინფიცირების რიცხვი იზრდება. ავსტრალიაში სულ ახლა 112-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა . აშშ-ში შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით 1 000 – ს აღწევს. სკოლები იხურება, საზოგადოებრივი ღონისძიებები გაუქმებულია, ხოლო თანამშრომლებს განუცხადეს, რომ სახლიდან უნდა იმუშაონ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)