|
2020-03-10 23:35:59, 12324 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იტალიიდან ჩამოყვანილი 156 მგზავრიდან სიცხე 7 მათგანს დაუფიქსირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იტალიიდან თვითმფრინავით ჩამოყვანილი საქართველოს 156 მოქალაქიდან 7 მათგანს სიცხე დაუფიქსირდა. მისი თქმით, აღნიშნული პირები გადაყვანილი არაიან საგანგებო სამედიცინო სამსახურის მიერ თბილისის ჰოსპიტლებში, ხოლო დანარჩენები საკარანტინო ზონაში. „ძალიან კარგია ამ ხალხის თვითშეგნება, არ ყოფილა არანაირი კონფლიქტური სიტუაცია. მათ იცოდნენ, რომ უნდა გაიარონ ორ კვირიანი კარანტინი. ქვეყნის კანონმდებლობით იმ ოთხი ქვეყნიდან შემოსული პირები აუცილებლად უნდა მოთავსდნენ კარანტინში. ამ პირებიდან თუ არ ვცდები, სიცხე დაუფიქსირდა შვიდს, რომლებიც გადაყვანილი არიან საგანგებო სამედიცინო სამსახურის მიერ სტაციონარებში, თბილისის ჰოსპიტლებში, ხოლო დანარჩენები გადაყვანილი იქნენ საკარანტინო ზონაში. დაწესებულებები, სადაც ისინი კარანტინს გაივლიან იქნება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)