2020-03-10 18:14:20, 2710 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო დუმამ საპრეზიდენტო ვადის ანულირებას მხარი დაუჭირა
ინიციატივას მხარს 380 ადამიანი უჭერს , 43 წინააღმდეგია, ხოლო 43 - მა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.
საპრეზიდენტო ვადის ანულირება ვლადიმერ პუტინს, სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, პირველმა ქალმა კოსმონავტმა, ვალენტინა ტერეშკოვამ შესთავაზა.
მისი თქმით, კონსტიტუციაში არსებული საპრეზიდენტო ვადის შეზღუდვების ამოღების შესაძლებლობის განხილვაც დასაშვებია.
პუტინი, რომელიც სახელმწიფო დუმაში დეპუტატების წინაშე წარსადგომად მივიდა, განაცხადა, რომ ძირითადი კანონიდან, საპრეზიდენტო ვადების ანულირების წინააღმდეგია, მაგრამ ამასთანავე მისი თქმით, მოქმედი პრეზიდენტისთვის ვადების ანულირების შესახებ ცვლილების შეტანა დასაშვებია თუ ამას საკონსტიტუციო სასამართლო მხარს დაუჭერს.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხევაში ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის პოსტის დაკავებას 2036 წლამდე შეძლებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,