2020-03-10 17:27:54, 1537 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია კონტროლირებადია.
გამყრელიძემ მის კოლეგებსა და მთლიანად მედპერსონალს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ჩემს კოლეგებს, ექიმებს, სამედიცინო პერსონალს, ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებს, ვინც ვინც ამ 2 თვის განმავლობაში დაუღალავათ, 24 საათის განმავლობაში შრომობენ, რომ სიტუაცია იყოს ქვეყანაში კონტროლირებადი და პირდაპირ გეტყვით, რომ ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევაა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,