|
2020-03-10 17:06:15, 2267 ნახვა
ეკონომიკა
ციფრული აკადემია
ციფრულ, 21-ე საუკუნეში გვეამაყება, რომ ვქმნით თანამედროვე პროდუქტს და ამ სფეროში ფეხი სხვებზე ბევრად ადრე შემოვდგით. ჩვენი საქმიანობის გარკვეულ ეტაპზე გაგვიჩნდა სურვილი ჩვენი დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა სხვებისთვის გაგვეზიარებინა. თავდაპირველად ცოდნის გაზიარება უფრო სახალისო იყო ვიდრე მომგებიანი, რადგან მანამდე ჩვენ ძირითად საქმიანობას სხვა კომპანიებისთვის ციფრული მარკეტინგის მომსახურების გაწევა იყო. ჩვენთან მოსული სტუდენტები ციფრულ აკადემიაში მოსვლის შემდეგ იგებდნენ თუ რას გულისხმობს სინამდვილეში ციფრული მარკეტინგი და სოციალური მედია მენეჯმენტი, მოგეხსენებათ ბოლო ხანებში ეს სფეროები უფრო მეტად პოპულარული გახდა. ჩვენ გვეამაყება რომ ერთ ერთმა პირველებმა ჩავდეთ ჩვენი ენთუზიაზმი სწორედ ამ მიმართულებაში. დღეს ციფრული აკადემია უკვე 3 წელს და ასეულობით კურსდამთავრებულს ითვლის. წარმატებულ კურსდამთავრებულებს შორის არიან გამოჩენილი და ნაკლებად გამოჩენილი ადამიანები, თუმცა ყველა მათგანს ერთნაირად ვაფასებთ და ვუჭერთ მხარს საჭიროების შემთხვევაში. ვფიქრობთ, ჩვენი უმთავრესი უპირატესობა კონკურენტულ, უკვე საკმაოდ აქტიურ ბაზარზე, პირველ რიგში მრავალწლიანი გამოცდილებაა. ადამიანები ვინც ჩვენი აკადემიაში მოსულ ადამიანებს უზიარებენ ცოდნას, თავადაც ყოველ დღე ვითარდებიან და ეძებენ სიახლეებს, ამიტომ ცოდნა, რომელსაც გავცემთ მუდმივად იხვეწება და იცვლება ჩვენთან ერთად. მეორე, რაც ძალზე მნშვნელოვანია - ყოველთვის ვაძლევთ საშუალებას ჩვენს კურსდამთავრებულებს განვითარდნენ ამ სფეროში. გვქონია ბევრი შემთხვევა, როდესაც პირდაპირ ჩვენს სააგენტოში დაგვისაქმებია კურსდამთავრებულები ან რომელიმე სხვა პარტნიორ კომპანიაში გაგვიწევია მათთვის რეკომენდაცია, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენთან მიღებულ ცოდნას. არასოდეს ვკარგავთ კონტაქტს კურსდამთავრებულებთან, ყოველდღიურად ვუწყობთ ხელს მათ საქმიანობას, ვაძლევთ რჩევებს და რეკომენდაციებს, ყოველი ჩვენი კურსდამთავრებული ჩვენი მეგობარი და კოლეგა ხდება, რადგან უდიდეს პატივს ვცემთ მათ არჩევანს, მათ ხომ სრულიად სამართლიანად ციფრული აკადემია აირჩიეს თავიანთი განვითარების გზაზე!
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)