|
2020-03-10 15:55:45, 2798 ნახვა
რეგიონი
შუახევში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დაიწყო
შუახევის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ლაკლაკეთის, სამოლეთის, კვირიაულის, მოფრინეთის,ცინარეთის მოსახლეობასთან გაიმართა. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, საკრებულოს წევრი ედნარ კეჟერაძე და მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი რუსლან ბერიძე ესწრებოდნენ.
გიორგიი დავითაძემ მოსახლეობას, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დეტალები, პრიორიტეტები და თანხის განაწილების პრინციპები გააცნო, რის შემდეგ ადგილობრივებმა მათთვის პრობლემური საკითხები განიხილეს და ძირითადი პრიორიტეტები დაასახელეს. კენჭისყრის შედეგად კვირიაულში და მოფრინეთში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წისქვილებს და მოეწყობა გარე განათება, სამოლეთში სანიაღვრე არხი და გარე განათება დასახელდა, ლაკლაკეთში გზის რეაბილიტაცია და სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა გადაწყვიტეს, ხოლო ცინარეთში სასმელი წყლის რეაბილიტაცია. დღესვე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის სხვა სოფლებში და დღვანის ადმინისტრაციულ ერთეულში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)