16:47 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-10 15:34:58, 2390 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - კოალიცია არც ერთ ვარიანტში არ დაგვჭირდება, არჩევნებში 50%-დან 60%-მდე ხმებს მივიღებთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ კოალიციად არ ჩამოყალიბდება.

მდინარაძე დარწმუნებულია, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის ხმათა 50%-დან 60%-მდე რაოდენობას მიიღებს.

„კითხვები, რომლებიც მაჟორიტარების მხრიდან ისმოდა მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში, პასუხგაცემულია. აქედან გამომდინარე, მაჟორიტარებს ამ შეთანხმებასთან არანაირი პრეტენზია არ აქვთ. ოლქების ცალკე აღებული განსხვავება, როდესაც ჩამკეტი ერთი და იგივე შედეგს გვაძლევდა, უფრო აწყობდა ხელისუფლებას მისი რეიტინგიდან გამომდინარე. შესაბამისად, ჩვენ კოალიცია არც ერთ ვარიანტში არ დაგვჭირდება იმიტომ, რომ 41%-ს ზევით მაჟორიტარების წარმატების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უკვე შანსი, რომ დამოუკიდებლად ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, შევქმნათ მყარი უმრავლესობა და როდესაც 50%-დან 60%-მდე ველოდებით, აქ უკვე კითხვის ნიშნები აღარ რჩება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics