2020-03-10 11:06:51, 1582 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - საქართველოს მასშტაბით, ამ ეტაპზე ტყის ხანძრის 7 კერაა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ამ ეტაპზე ტყის ხანძრის 7 კერაა შენარჩუნებული.
მათი ინფორმაციით, ტყის ხანძრები ლიკანში, წალენჯიხასა და ქობულეთში ლიკვიდირებულია.
„მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ტყის ხანძრის 7 კერაა შენარჩუნებული: ვაკიჯვარსა და გომის მთაზე გურიაში, კრიხში, ხვანჭკარასა და ონში რაჭაში, თეთრიწყაროში ქვემოქართლში, რკონსა და გოსტიბეში, საჩხერე სოფელ ჭალოვანში, სამეგრელო სოფელი ლია. ყველა კერაზე სიტუაცია სტაბილურია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ჯამში მობილიზებულია 1000 მდე მეხანძრე-მაშველი, რამდენიმე ათეული სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,