2020-03-09 15:38:45, 2176 ნახვა
საზოგადოება
ზალკალიანი - მოხდება საქართველოს მოქალაქეების იტალიიდან რომში გადაყვანა, საიდანაც განხორციელდება რეისი საქართველოს მიმართულებით
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ორგანიზებულად იტალიიდან რომში გადაიყვანენ.
როგორც მან აღნიშნა, რეისი საქართველოს მიმართულებით სწორედ რომიდან განხორციელდება.
„არსებობს სია იმ ადამიანებისა, რომლებიც იტალიაში სხვადასხვა ქალაქებში იმყოფებოდნენ ამ დროისთვის და ჰქონდათ ბილეთები საქართველოში დასაბრუნებლად. მოხდება მათი ორგანიზებულად ჩამოყვანა რომში, რადგანაც რეისი განხორციელდება რომიდან“, - განაცხადა ზალკალიანმა.
ცნობისთვის, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება
ავტორი: ექსპრესნიუსი,