15:21 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-08 21:12:12, 2125 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - ოპოზიციას მინდა მოვუწოდო, რომ დაანებოს თავი ჟივილ-ხივილს და უსაფუვლო ყიჟინას

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მოუწოდებს პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ "ჟივილ-ხივილს და გამარჯვების უსაფუძვლო ყიჟინას" დაანებონ თავი. - ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ოპოზიციას მინდა მოვუწოდო, რომ დაანებოს თავი ჟივილ-ხივილს და უსაფუვლო ყიჟინას. საქართველო დაწყნარდა. ისედაც ბევრი პრობლემა არის და გადავიდეთ უკვე ჭიდილზე იმ პროგრამების, პროექტების და ჩვენი გეგმების. წინააღმდეგ შემთხვევაში არ განმეორდეს მეშინია, რაც 24 ივნისის შემდეგ განმეორდა. კიდევ ეს ხმაური, რომ აბა ხელები ამოვუტრიალეთ ვიღაცას და აბა რაღაც გავაკეთეთ არასწორია, არარელევანტურია, უსაფუძვლოა", — განაცხადა ვოსლსკიმ.

საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ დიპლომატების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებებიდან გამოსულმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პოლიტიკური მოლაპარაკებები ფართო კონსესუსით დასრულდა და მხარეები შეთანხმდნენ ყველა ძირითად მნიშვნელოვან საკითხზე, რაც 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება.
მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics