2020-03-07 21:00:00, 2633 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის მე-13 შემთხვევა დადასტურდა - პაციენტი თბილისის გარე სტანციონარშია
საქართველოში კორონავირუსის მე-13 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გაავრცელა.
"შემატყობინეს, რომ დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც იყო ჩვენს კლინიკაში. ამჟამად კლინიკაში სულ 12 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან სამი არის პიროვნება, რომელიც კონტაქტში იყო იმ პირთან, ვინც იტალიაში დაინფიცირდა. ნიკა გამყრელიძეც ამ სამ პირთაგან ერთ-ერთია", — თქვა თენგიზ ცერცვაძემ TV პირველის ეთერში.
კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან ცხრა ირანსა და იტალიაში მყოფი პირია, ხოლო სამი - იტალიაში მყოფთან კონტაქტში მყოფი ადამიანი. მეცამეტე დაინფიცირებულის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,