|
2020-03-07 09:51:20, 3929 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ტურიზმის სექტორი კორონავირუსისგან ქვეყნის დაცვისა საკითხში ხელისუფლებას გვერდში უდგას
„მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები გვერდში უდგანან ხელისუფლებას იმ ნაწილში, რაც ეხება ქვეყნის დაცვას კორონავირუსისგან, პრევენციულ ღონისძიებებს, თუნდაც ისინი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებდეს," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა ქვეყნის ტურისტული სექტორის წინაშე კორონავირუსის ფონზე არსებული გამოწვევებსა და მათი დარეგულირების საკითხებს შეეხებოდა. „ტურისტული ინდუსტრია მოგვიწოდებს, რაშიც ჩვენც ვეთანხმებით, რომ საქართველო ბევრი მიმართულებითაა სამაგალითო, ამ ნაწილშიც ვიყოთ მსოფლიოში სამაგალითო თუნდაც ჩვენი უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების კუთხით. ქვეყანა, რომელიც არის ყველაზე უფრო მეტად უსაფრთხო ტურისტებისთვის - სწორედ ასეა დღეს ჩვენი ქვეყანა პოზიციონირებული და ეს ცნობილი ფაქტია, ასევე უსაფრთხოა, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის კორონავირუსის წინაშეც. გამომდინარე აქედან, ეს ძალიან დამაიმედებელი მესიჯია", - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)