|
2020-03-06 16:14:04, 7845 ნახვა
სხვადასხვა
კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ვაკის რაიონში, კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა აწარმოა. დასრულებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „კუს ტბასთან მისასვლელი გზის სრული რეაბილიტაცია გასულ წელს დავიწყეთ. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები. განათების სისტემა მთლიანად შეიცვალა და ახალი, ლედ სანათები დამონტაჟდა. ასევე, ყველგან, სადაც ამის საჭიროება იყო, მოეწყო უსაფრთხოების ჯებირები. ამ კონკრეტული გზის მონაკვეთით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. განსაკუთრებით, უქმეებზე დასასვენებლად ბევრი ადამიანი ამოდის. მიხარია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, გზა მოწესრიგებული, კომფორტული და უსაფრთხოა“, - განაცხადა კახა კალაძემ. სამუშაოების ფარგლებში, გზის სამკილომეტიან მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. საერთო ჯამში, ასფალტის საფარი 20 000 მ²-ზე დაიგო. ასევე, განახლდა გარე განათების ქსელი და მოეწყო სანიაღვრე სისტემა. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან აღნიშნულ სამუშაოებზე 2.5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. გზის რეაბილიტაცია კომპანია „ჯი არ ჯიმ“ განახორციელა. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე და თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი იმყოფებოდნენ.
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)