|
2020-03-06 14:24:48, 3187 ნახვა
რეგიონი
რუსუდან შავაძემ ეთერ მიქელაძეს დედის დღე მიულოცა
შუახევის მერის მოადგილე რუსუდან შავაძე ბუთურაულში, აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ოჯახს სტუმრობდა. იაგო მიქელაძის დედას ეთერ მიქელაძეს, დედის დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა. ,,მინდა ყველა დედას მივულოცო დედის დღე! ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, სიკეთეს, წარმატებებს. დღეს, ჩვენ დედის დღე მივულოცეთ ქალბატონ ეთერ მიქელაძეს, რომელმაც გაზარდა გმირი შვილი, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას"- აღნიშნა რუსუდან შავაძემ. იაგო მიქელაძე, ცხინვალის მისადგომებთან 8 აგვისტოს დაიჭრა,მოგვიანებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის მეორე ხარისხის ორდენით. დედის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში, ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს და მეუღლეებს 1,000-1,000 ლარი გადასცა. მეომრების ოჯახები ერთჯერად დახმარებას 3 000 ლარს აგვისტოს თვეშიც მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)