|
2020-03-06 14:03:43, 3416 ნახვა
ეკონომიკა
საპენსიო აქტივებზე რეალური ამონაგების გაზრდის მიზნით, ინვესტიცია კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში ჩაიდო
საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საპენსიო აქტივებზე რეალური ამონაგების გაზრდის მიზნით, საპენსიო სააგენტომ განახორციელა 575 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია მაღალრეიტინგული ადგილობრივი ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში. მათი გადაწყვტილებით, 15 მილიონი ლარის ოდენობის საპენსიო აქტივები ეროვნულ ვალუტაში განათავსდა ბანკების ვადიან დეპოზიტებზეც. ჯამური ინვესტიციების ოდენობა გადანაწილდა 7 კომერციულ ბანკში და გამოყენებული იქნა შემდეგი ფინანსური ინსტრუმენტები - დისკონტური და საპროცენტო სადეპოზიტო სერთიფიკატი და ვადიანი დეპოზიტები, ინვესტიციების ვადიანობა განისაზღვრა 2-5 წლიანი პერიოდულობით, ხოლო საშუალო ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 14.8%-ით განისაზღვრა. ასევე მომავალში გაგრძელდება მოლაპარაკებები ამ და სხვა ქართულ კომერციულ ბანკებთან. ცნობისთვის, 2020 წლის თებერვალში, საინვესტიციო საბჭომ შეიმუშავა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ყველა ტიპის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტისთვის, რომელიც კანონთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით გაგზავნილია საქართველოს ეროვნულ ბანკში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)