|
2020-03-06 12:27:15, 2586 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძის ინიციატივით, შესაძლოა პარლამენტმა კანონპროექტები ელექტრონულად განიხილოს და ელექტრონული კენჭისყრით დაამტკიცოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტებს, ასევე იურიდიულ დეპარტამენს დაავალა, რომ მოამზადონ ინიციატივა, რომელიც პარლამენტს მისცემს საშუალებას, კანონპროექტები ელექტრონული პროცედურებით განიხილონ და განსაკუთრებულ შემთხვევებში, ელექტრონული კენჭისყრა ჩაატარონ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, კომიტეტებმა ტექნიკურ თუ სამართლებრივ გარემოებებზე დროულად უნდა იმსჯელონ და თუ საჭირო იქნება, დაჩქარებული წესით განიხილონ აღნიშნული ინიციატივა. „ერთი წლის წინ, როდესაც პარლამენტი და ჩვენ ვმუშაობდით ახალ რეგლამენტზე, კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე დავაყენე წინადადება, რომ განგვეხილა ახალ რეგლამენტში პარლამენტისთვის ელექტრონული პროცედურის განხილვისა და კენჭისყრის ელექტრონული შესაძლებლობის შემოტანა. დღეს მინდა, ისევ დავუბრუნდე ამ საკითხს, მოგმართოთ ყველას, რათა ვიფიქროთ და მოვამზადოთ ინიციატივა, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში პარლამენტს მისცემს შესაძლებლობას, კანონპროექტები განიხილოს ელექტრონული პროცედურით და ჩაატაროს ელექტრონული კენჭისყრა გადაწყვეტილების მისაღებად. ვფიქრობ, დღესაც არის საფუძველი, რატომაც შეიძლება მომავალში ასეთი პლატფორმა პარლამენტს დასჭირდეს. მინდა, მივმართო იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტებს, ასევე იურიდიულ დეპარტამენტს, რომ იმსჯელოს ამ ინიციატივის გარშემო ტექნიკურ თუ სამართლებრივ გარემოებებზე და დროულად მოვამზადოთ, დაჩქარებული წესითაც თუ საჭიროა განვიხილოთ ეს ინიციატივა“, – განაცხდა არჩილ თალაკვაძემ.
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)