|
2020-03-05 18:30:40, 7419 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოს ბანკი მომხმარებელს კიდევ ერთ ინოვაციურ სიახლეს - ვებ გვერდზე Apple Pay-ით გადახდებს სთავაზობს
5 მარტი, 2020- საქართველოს ბანკი მომხმარებლისათვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად სიახლე Apple Pay-ით, ელექტრონული კომერციის საშუალებით - კომპანიების ვებგვერდიდან გადახდებს შეეხება. საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მომხმარებელს მისი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტი კომფორტი შეუქმნას. დღეიდან, კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ვებგვერდიდან მომხმარებლებს შესთავაზონ, უსაფრთხოდ და მარტივად, Apple Pay-ით ონლაინ გადახდების წარმოება. ამისათვის საჭიროა დაუკავშირდეთ ბანკს ნომერზე: 2 444 444 და მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია ტექნიკური დეტალების შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ვებგვერდზე გადახდების დამატება. მას შემდეგ რაც Apple Pay ღილაკი დაემატება ვებგვერდს, გადამხდელი მარტივად, ბარათის მონაცემების შეყვანის გარეშე დაასრულებს გადახდას Apple-ის ნებისმიერ მოწყობილობაზე თითის ანაბეჭდის ან Face ID-ს საშუალებით. ამავდროულად, Apple Pay-სთან ერთად, სტანდარტული გადახდის მეთოდები რჩება უცვლელი. აქვე აღვნიშნავთ, რომ Apple Pay-ის საშუალებით ვებგვერდიდან გადახდები შესაძლებელია მხოლოდ Safari web browser-ის გამოყენებით. გამოიყენე ყველა შესაძლებლობა, რომლებსაც საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტები გთავაზობს!
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)