|
2020-03-05 12:34:11, 1136 ნახვა
საზოგადოება
DRI - ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მედიის დაშვების შეზღუდვა გაუმართლებელია
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ უკანასკნელ პერიოდში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარე კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოფლებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მედიის დაშვების შეზღუდვის შემთხვევებს ეხმაურება. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეიმუშაოს მექანიზმი, რომელიც მცოცავი ოკუპაციის გაშუქებისას, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას და მეორე მხრივ, მისცემს მათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობას. „2020 წლის 4 მარტს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან გამკაცრებული კონტროლის გამო, მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს სოფელ ჩორჩანას საგუშაგოს ახლოს მდებარე ტყეში.[1] 2020 წლის 6 თებერვალს ერთადერთი სოფელი, რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს და ჟურნალისტებისთვის ღია იყო, დაიკეტა. პოლიციის პოსტი მეღვრეკისის გადასახვევთან განთავსდა, საიდანაც არა თუ ერგნეთში, არამედ სოფელ მეღვრეკისში შესვლაც აიკრძალა.[2] საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სოფელ ქერეში, 27 იანვარს პოლიციამ ჟურნალისტები არ შეუშვა.[3] მაშინ, როდესაც საკითხი წარმოადგენს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემას, სისტემატური ხასიათი აქვს ადამიანების პირადი თავისუფლების ხელყოფის, თავისუფლად გადაადგილებისა და საკუთრების უფლების, ასევე სოციალური და კულტურული უფლებების უხეშ დარღვევას და მკვეთრად გაუარესებულია ჰუმანიტარული გარემო - მედიის დისტანცირება პროცესებიდან დაუშვებელია. პრაქტიკა, რომელიც დამკვიდრდა და გულისხმობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების საოკუპაციო ძალების მხრიდან უკვე გავლებულ ახალ ბოძებთან და ღობეებთან „მიყვანას“, საზოგადოებისთვის არსებული ვითარების მხოლოდ მცირე ფრაგმენტის ჩვენებას ხდის შესაძლებელს და აზიანებს საზოგადოებრივ ინტერესს - იყოს სრულად ინფორმირებული ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, ამგვარი პრაქტიკა შეიძლება შეფასდეს, როგორც კონტრპროდუქტიული. სახელმწიფო უწყებები უნდა აცნობიერებდნენ, რომ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესების სრულფასოვანი გაშუქება, აუცილებელია კონფლიქტის რეალური სახის წარმოჩენისთვის და ასევე ეხმარება სახელმწიფოს არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალმხრივი ინფორმირების უზრუნველყოფის პროცესში. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით კონფლიქტურ ზონაში მცხოვრები მოსახლეობის განსაკუთრებული საჭიროებებიდან გამომდინარე, მედიისთვის წვდომის გამარტივება ხელს უწყობს საზოგადოებრივი სოლიდარობის ზრდას, ამცირებს დაუცველობის განცდას, დადებითად აისახება საერთაშორისო და ეროვნულ საინფორმაციო სივრცეში სახელმწიფოს პოზიციონირებაზე და უზრუნველყოფს ინფორმაციის თავისუფალი მიღებისა და გავრცელების უფლების რეალიზებას. შესაბამისად, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეიმუშაოს მექანიზმი, რომელიც მცოცავი ოკუპაციის გაშუქებისას, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას და მეორე მხრივ, მისცემს მათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობას“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)