|
2020-03-05 11:34:59, 1975 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ჩართულობით სამშენებლო სექტორის ახალ ტენდეციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება
„საქართველოს ბანკის“ ჩართულობით, Nexia TA-ს და NTI Georgia-ს ორგანიზებით, სამშენებლო სექტორში 2020 წლის ახალ ტენდეციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ღონისძიების ძირითადი იდეა სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მართვაში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა. შეხვედრაზე განხილული იქნება სექტორის გამოწვევები და ისეთი საკითხები როგორიცაა:
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ეწვევა და გამოცდილებას გაუზიარებს NTI-ს თანადამფუძნებელი, ესპანეთის წამყვანი ინჟინერი სპეციალიზირებული განახლებად ენერგიაზე- აგუსტინ პაია. ის არის Dakar Rally-ის ისტორიაში ერთადერთი ელექტრო მანქანის პროექტის ავტორი, TESLA-ს ოფიციალური ინჟინერი, დიზაინერი და პილოტი. ღონისძიებას დაესწრებიან სტუმრები სახელმწიფო და კერძო სექტორიდან, პროფესიული წრეების წარმომადგენლები და სხვა დაინტერსებული პირები. ინფორმაციისთვის, Nexia TA უკვე 5 წელია მჭიდროდ პარტნიორობს სამშენებლო სექტორთან, რომლის ფარგლეშიც არაერთი ინიციატივა განხორციელებულა, უახლოეს მომავალში კი NTI Georgia და Nexia TA მემორანდუმის გაფორმებას გეგმავენ. ამ მემორანდუმის საფუძველზე სამშენებლო პროექტების მართვის მიმართულებით ახალი სერვისები დაინერგება, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს სამშენებლო პროექტების უფრო ეფექტურად მართვას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)