02:15 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 16:21:19, 1634 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე პრეზიდენტის გამოსვლაზე - ილაპარაკა ყველაფერზე, ფეხბურთზე, შტანგისტებზე, ღვინოზე და არც ერთი სერიოზული საკითხი არ დაუსვამს

„ილაპარაკა ყველაფერზე, ფეხბურთზე, შტანგისტებზე, ღვინოზე და არც ერთი სერიოზული საკითხი არ დაუსვამს“, - ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ მოხსენებას „კურიერთან“ საუბრისას.

მისი თქმით, პრეზიდენტი პოლიტიკურ კრიზისში თავადაა დამნაშავე.

„მარტივად რომ ვთქვათ, ეს იყო წყალწყალა გამოსვლა, რომელიც არ გავდა პრეზიდენტის სიტყვას. ილაპარაკა ყველაფერზე, ფეხბურთზე, შტანგისტებზე, ღვინოზე და არც ერთი სერიოზული საკითხი არ დაუსვამს. მათ შორის, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე. ის, თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი. ამაში თავადაა დამნაშავე, როდესაც მან დაინახა ცარიელი სკამები და გული დაწყდა რომ ოპოზიცია არ ესწრებოდა. უნდა შევახსენო ქალბატონო სალომეს, რომ ის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გამოვიდა, გაეროს ტრიბუნიდან და განაცხადა, რომ საქართველო გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. სწორედ ამ დიდი ტყუილის გამო, რომელიც ივანიშვილმა ათქმევინა მაღალი ტრიბუნიდან, არის დღეს ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში. მან საკმაოდ ცუდი და დამაფიქრებელი განცხადებები გააკეთა. პირველივე მისი გამოსვლა იყოს ის, რომ თურმე ევროკავშირი ინგრევა, მოხდა ბრექსიტი, გავიდა დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირში რაღაც ახალი ცხოვრება იწყება. ქალბატონი სალომეს განსახილველი არ არის ევროკავშირის პრობლემები. დღეს მოვუწოდე მას, რომ ნუ ახსენებს ჩრდილოელ მეგობრებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics