13:52 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 14:47:36, 1454 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - პოლიტიკურად მოტივირებული კრიტიკის მიუხედავად, სასამართლო სფეროში პროგრესი უდავოა

„მინდა შევეხო  სასამართლო რეფორმის პროცესს. ამ რეფორმამ ბოლო წლებში ოთხი უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა. ზოგი სამართლიანი და ზოგიც - პოლიტიკურად მოტივირებული კრიტიკის მიუხედავად, პროგრესი უდავოა“, - ამის შესახებ საქარტველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უდავოა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა  ჯერ ვერ შეედრება ევროპის საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ  და დახვეწილ სასამართლო სისტემას.

„მინდა შევეხო  სასამართლო რეფორმის პროცესს. ამ რეფორმამ ბოლო წლებში ოთხი უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა. ზოგი სამართლიანი და ზოგიც - პოლიტიკურად მოტივირებული კრიტიკის მიუხედავად, პროგრესი უდავოა.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების სასამართლოში მკვეთრად შემცირებულია საქართველოდან მიმართვიანობა, რომელიც წარმოადგენს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის   ერთ-ერთ - თუ არა ერთადერთ - ობიექტურ კრიტერიუმს.

ასევე უდავოა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა  ჯერ ვერ შეედრება ევროპის საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ  და დახვეწილ სასამართლო სისტემას. ეს, ალბათ, გასაკვირიც არ უნდა იყოს, თუ გავიხსენებთ, საიდან მოვდივართ და რა წნეხი მოახდინა საბჭოთა რეჟიმმა. ამიტომ მოსამართლის დამოუკიდებლობა და სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ნდობის გაზრდა ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება. ამ კუთხით  იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის სწრაფი და სრული  იმპლემენტაცია გვისახავს გზას მომავლისკენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics