14:49 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-03 13:42:52, 581 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ჩოგოვაძე: ზაფხულში, ვიზიტორების სიმრავლით შავი ზღვის პირა რეგიონი გამოირჩევა

ზაფხულის პერიოდში, საქართველოში, ყველაზე მეტი ვიზიტორი შავი ზღვის პირა რეგიონს სტუმრობს. 

ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„ზაფხულის პერიოდში ვიზიტორების სიმრავლით  შავი ზღვის პირა რეგიონები გამოირჩევა.  ჩვენ მოხარულები ვართ, რომ აჭარის რეგიონი და მათ შორის, ბათუმი ძალიან მომზადებული შეხვდა ამ სეზონს.  მიმდინარე წელს აჭარას,  1700–ზე მეტი საწოლი დაემატა, სხვადასხვა ტიპის სასტუმროების კუთხით. იგულისხმება, როგორც 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები, მაგალითად „ჰილტონი“,  ასევე სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფასის სასტუმროები.  სასტუმროების რაოდენობის ზრდასთან ერთად ფასი ხდება უფრო კონკურენტუნარიანი.  შესაბამისად, უფრო მეტ ჩვენ თანამოქალაქეს და უცხოელ ტურისტს ეძლევა სტიმული, რომ დაისვენონ საქართველოში, მათ შორის აჭარაში“, – აღნიშნა ჩოგოვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics