18:13 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 09:56:48, 1693 ნახვა

სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 6 მილიონ-ნახევრამდე ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სისხლის სამართლის 765 საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით, 6 მილიონ-ნახევარი ლარია.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა.

სამართალდამცველები ნარკოტიკებს და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 291 კილო და 340 გრამი „კანაფი“ , 18 კილო და 364 გრამი „მარიხუანა“ , 290 გრამი "ჰეროინი", 981 აბი "სუბუტექსი", 630 აბი "კოდეინი", 448 აბი და 5,46 გრამი "მდმა", 262 კაფსულა და 25 გრამი "პრეგაბალინი", 218 აბი და 16 გრამი "ტრამადოლი", 133 აბი "ამფეტამინი", 5 ამპულა "მორფინის ჰიდროქლორიდი", 53 გრამი "მეტადონი", 4,5 გრამი "მორფინი" და 36 გრამი კანაფის ფისი.

სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.

ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics