13:51 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 16:51:10, 1902 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - დასავლეთი არასდროს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდამჭერების მქონე პოლიტიკური პარტიების მოსვლას ხელისუფლებაში

„კონგრესმენების განცხადებები ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ არსებობს მაღალი მხარდაჭერა, ოპტიმიზმი და ინტერესი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის  განცხადების საპასუხოდ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დასავლეთი არასდროს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდამჭერების მქონე პოლიტიკური პარტიების მოსვლას ხელისუფლებაში.

„კონგრესმენების განცხადებებს სხვადასხვა თარჯიმნები გამოუჩნდება ხოლმე. მათ შორის, ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილში. მინდა ჩვენს კოლეგებს ოპოზიციის ამ ნაწილიდან პირდაპირ ვუთხრა, რომ დასავლეთი არასდროს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდამჭერების მქონე პოლიტიკური პარტიების მოსვლას ხელისუფლებაში იმ ლიდერებით, რომელთაც აქვთ უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი ბიოგრაფია. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია და ნურავინ ნუ შეეცდება ჩვენი მეგობრების განცხადებების გადათარგმნა გააკეთოს საზოგადოებისთვის ისე, რომ თითქოს, ეს არის მათთვის პირადი მხარდაჭერა. მეტსაც ვიტყვი, კონგრესმენების განცხადებები ადასტურებს მხოლოდ ერთადერთს, რომ საქართველოს მიმართ არსებობს მაღალი მხარდაჭერა, ოპტიმიზმი და ინტერესი. ჩვენი კოლეგები ამერიკის კონგრესში დარწმუნებული არიან, რომ ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას და მივაღწევთ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ქვეყანას დაეხმარება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics